გაკვეთილის გეგმა:
გაკვეთილის მთავარი თემა
|
კვადრატული უტოლობა
|
ინტეგრირებული საგნები,
მასწავლებლის
სახელი, გვარი
|
მათემატიკა, ისტ
მარინა გონაშვილი
|
სწავლების საფეხური
|
IX კლასი, საბაზო
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ
გვყავს
|
გაკვეთილისმნიშვნელობა -აქტუალობა
|
v
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისათვის მათი მათემატიკური მოდელის შექმნის უნარ–ჩვევების განვითარება;
v
კვადრატული ფუნქციის თვისებების გამოყენების უნარის განვითარება კვადრატული უტოლობების ამოხსნისას;
v
კვადრატული უტოლობის ამოხსნის უნარ–ჩვევების დაუფლება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმოთხოვნებ ი –სტანდარტებ ი
|
v
მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
v
ტექსტური ამოცანების ამოხსნისას და რეალური ვითარების მოდელირებისას ადგენს და ხსნის კვადრატულ უტოლობას;
v
ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას; მოსწავლეს შეუძლია:
v
დოკუმენტის შაბლონის შექმნა და მისი გამოყენება;
v
ახალი პრეზენტაციის შექმნა;
v
გრაფიკული ელემენტების იმპორტირება და მათი განთავსება საჭიროებისამებრ;
v
სხვადასხვა გრაფიკული ფორმატები და სურათის ექსპორტირება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატში;
v
ტექსტის ჩასმა სურათში სასურველ ადგილას;
v
ფორმულის/ფუნქციის შექმნა და გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
v
კვადრატული ფუნქცია;
v
კვადრატული ფუნქციის ნულები;
v
წრფივი უტოლობა;
v
MS Word,Excel,Power Point,Geogebra
|
გაკვეთილის მსვლელობა –საკლასო მენეჯმენტი
|
v
მოსწავლეთა ორგანიზება წყვილებში; (3წთ.)
v
გაკვეთილს დავიწყებ გავლილი მასალის გამეორებით(პროექტორის საშუალებით,ეკრანზე მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაცია 1-ს ; (6წთ.)
v
ახალი მასალის ასახსნელად, ეკრანზე განვიხილავთ პრაქტიკულ ამოცანას, რომლის მათემატიკურ მოდელს კვადრატული უტოლობა წარმოადგენს დავალება1 ; (5წთ.)
v
მოსწავლეებთან ერთად მოვახდენ ცხრილი 1 და ცხრილი 2–ის განხილვას,განვიხილავთ შემთხვევებს როცა b=0, c=0;(6წთ.)
v
მოსწავლეებს წყვილებში სამუშაოდ მიეცემათ დავალება,რომელიც განთავსებული იქნება ეკრანზე,ფაილში–დავალება2 ,მოსწავლეებს უტოლობების ამოხსნისას საშუალება ექნებათ გამოიყენონ ეკრანზე განთავსებული ცხრილი ; გრაფიკების დახმარებით მოსწავლეები ამოხსნიან ax2 +bx+c<0; ax2 +bx+c>0;
ax2+bx+c≥0; ax2 +bx+c≤0 სახის უტოლობებს; (10წთ.)
v
პრეზენტაცია; (5წთ.)
v
შეფასება. (3წთ.)
|
შეფასების საგანი დაპროცედურები
|
პრეზენტაცია;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო–გ.გოგიშვილი; კომპიუტერი, პროექტორი; დაფა,ცარცი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий